ადვოკატი - აფგან მუხთარლი საქართველოშია და მზად არის პროკურატურის კითხვებს უპასუხოს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოშია. როგორც მისი ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი აცხადებს, თუკი პროკურატურას კითხვები ექნება, აფგან მუხთარლი მზად არის, პასუხები გასცეს.

„ის აქამდეც ცდილობდა საქართველოში ჩამოსვლას, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხდა. ის დღეს უკვე თბილისშია და მზად არის პროკურატურის კითხვებს უპასუხოს, თუ ასეთი იქნება, მას აქვს გარკვეული ეჭვები, რომელიც ნამდვილად არ არის უსაფუძვლო და იმედია, რომ ახლა მაინც გამოიყენებს პროკურატურა ამ საშუალებას და გახსნის დანაშაულს. გამოძიება ტარდებოდა იმისთვის, რომ ჩატარებულიყო გამოძიება და არა იმისთვის, რომ დანაშაული გახსნილიყო. დასაყრდენი პროკურატურის მხრიდან, რომელიც ამ მოსაზრებას შეცვლიდა, ასეთი რამე დღემდე არ ყოფილა. რატომ ვერ გაირკვა ვინ არიან გამტაცებლები, რატომ მოხდა მისი გატაცება და რა ხდება ამ საქმესთან დაკავშირებით?“, - განაცხადა ჩოფიკაშვილმა.

ცნობისთვის, მუხთარლი თბილისში 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით ჰქონდა წაყენებული. 2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა აზერბაიჯანის ციხიდან ერთი წლის წინ გაათავისუფლეს. დარჩენილი წლები მას პირობითად ჩაეთვალა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ