ჯანდაცვის სამინისტროში იმუნიზაციის საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

ჯანდაცვის სამინისტროში, იმუნიზაციის საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც იმ დამატებითი ჯგუფის განსაზღვრაზე მსჯელობენ, რომელსაც ვაქცინაციის პროცესში ჩართვა შეეძლება.

ამასთან, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ვაქცინაციის საბჭოზე იმსჯელებენ, ჯანმო-ს ავტორიზაციამდე დაიწყება თუ არა ქვეყანაში ჩინური ვაქცინა „სინოფარმით" ვაქცინაცია.

სხდომას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარძე ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა.

25 მარტს კი საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინის 30 000-მდე დოზა მიიღო, რომლითაც აცრები 30 მარტიდან დაიწყო. აცრა შეძლებენ ის მოქალაქეები, რომლებიც ვებგვერდზე booking.moh.gov.ge დარეგისტრირდნენ და ვიზიტი დაჯავშნეს. დარეგისტრირება, სამედიცინო პერსონალთან ერთად, 25 მარტიდან შეუძლიათ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც. 5 აპრილიდან კი ვაქცინაციის პროცესში 55 წელს გადაცილებული მოქალაქეები ჩაერთვნენ.

რაც შეეხება ჩინურ ვაქცინა „სინოფარმს“, ის საქართველოში 3 აპრილს შემოვიდა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო