მეუფე გრიგოლი ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებზე - სინოდმა კომისია შექმნა, დანარჩენი პატრიარქს რა შეუძლია და რა არ შეუძლია, ეს ალბათ, უშუალოდ პატრიარქის გადასაწყვეტია

სინოდმა კომისია შექმნა, დანარჩენი პატრიარქს რა შეუძლია და რა არ შეუძლია, ეს ალბათ, უშუალოდ პატრიარქის გადასაწყვეტია, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, უნდა ჩაერიოს თუ არა საქართველოს პატრიარქი ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებში.

მისი თქმით, ვიდრე სინოდში შექმნილი სპეციალური კომისია აღნიშნულ საკითხზე მუშაობას არ დაასრულებს, რაიმე სახის ღონისძიებების წინასწარ განხორციელება სასურველი არ არის.

„ამაზე მეტი ჩარევა რა გინდათ, სინოდმა კომისია შექმნა, დანარჩენი პატრიარქს რა შეუძლია და რა არ შეუძლია, ეს ალბათ, უშუალოდ პატრიარქის გადასაწყვეტია. მე ამ საკითხზე ჩემი აზრი გამოვთქვი არა როგორც ფოთის მღვდელმთავარმა ჭყონდიდის ეპარქიაზე, არამედ მე გამოვთქვი როგორც სინოდის წევრმა არსებულ პრობლემაზე და ეს სავსებით ბუნებრივია და ნორმალური არის. ადგილზე როგორ გაგრძელდება ვითარება, ეს მათ პასუხისმგებლობაზეა. თუმცა ვფიქრობ, რომ ვიდრე კომისია მუშაობას არ დაასრულებს, ნაკლებად სასურველია, რომ რაიმე ღონისძიებები წინსწრებით განხორციელდეს, რადგან კომისიის მუშაობამ შინაარსი უნდა შეიძინოს“, - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

მეუფე გრიგოლი იმედოვნებს, რომ კომისია სამუშაო პროცესში პასუხს გასცემს იმ კითხვებს, „რომლებსაც ჩვენ ეს პრობლემა გვთვაზობს და რომლის წინაშეც გვაყენებს“.

მეუფე გრიგოლის შეფასებით, ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლენები მხოლოდ ერთ ეპარქიას არ ეხება. მისი თქმით, აღნიშნული პრობლემა საფრთხეს უქმნის ეკლესიას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა