თორნიკე რიჟვაძე - მოვუწოდებ ზონალურ საბჭოს, გაითვალისწინონ ის სულისკვეთება, რაც ბათუმის ბულვარის მორატორიუმთან მიმართებით იყო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის კულტურულ მემკვიდრეობის სააგენტოსთან არსებულ ზონალურ საბჭოს მიმართა, ბათუმის ბულვარის მორატორიუმთან მიმართებით სულისკვეთება გაიზიარონ და რეაბილიტაციის, რესტავრაციის ხაზი გააძლიერონ.

,,მინდა აჭარის კულტურულ მემკვიდრეობის სააგენტოსთან არსებულ ზონალურ საბჭოს მოვუწოდო, გაითვალისწინოს ის სულისკვეთება, რაც ბულვარის მორატორიუმთან მიმართებით იყო და ვთხოვო, მეტად გააძლიერონ როგორც რეაბილიტაციის, ისე რესტავრაციის ხაზი. პრაქტიკულად უნდა გამოირიცხოს, რომ ძველ ბათუმში რაიმე ტიპის ქაოტური განაშენიანება გვქონდეს. დარწმუნებული ვარ, ზონალური საბჭოს წევრებიც ჩემს მოწოდებას გაითვალისწინებენ“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა
სილქფესტი აბონენტებს ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც შესთავაზებს