ანა დოლიძე - ხელისუფლება რაუნდების თემებით ფარავს 10 ათასი მოზარდის პრობლემას, რომელიც დღემდე სკოლის მიღმაა დარჩენილი

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის განცხადებით, ხელისუფლება რაუნდების თემებით ფარავს 10 ათასი მოზარდის პრობლემას, რომელიც დღემდე სკოლის მიღმაა დარჩენილი.

დოლიძის თქმით, მოლაპარაკების რაუნდებით ხელისუფლება კომფორტის ზონას იქმნის და ცდილობს, პასუხისმგებლობა იმ უამრავ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემაზე აიცილოს, რომელიც დღეს ხალხს აწუხებს.

„მოლაპარაკების რაუნდებით ხელისუფლება კომფორტის ზონას იქმნის და ასე ცდილობს აიცილოს პასუხისმგებლობა იმ უამრავ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემაზე, რომელიც დღეს ხალხს აწუხებს. ასე, რაუნდების თემებით იფარება 10 ათასი მოზარდის პრობლემასაც, რომელიც დღემდე სკოლის მიღმაა დარჩენილი და რომელთა არსებობაც განათლების სამინისტრომ მხოლოდ ერთი თვის წინ აღიარა,“ - განაცხადა დოლიძემ.

მანვე აღნიშნა, გაერო-ს ბავშვთა ფონდი ჯერ კიდევ 2019 წელს ავრცელებდა ინფორმაციას, რომ საქართველოში 12 ათასი ბავშვი სკოლაში არ დადის, მაგრამ ეს ინფორმაცია ჩვენი განათლების სამინისტროსთვის სიგნალი არ იყო.

„IRI-ის კვლევის მიხედვით საქართველოს მოსახლეობა ეკონომიკური პრობლემებისა და კორონავირუსის შემდეგ, ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევად განათლებას ასახელებს. ეს პრობლემა სრულიად გასაგებია. დღეს საქართველოს 10 ათასი მოზარდი სკოლის მიღმაა დარჩენილი და 75 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტი ჰყავს, განათლების ხარისხზე და ხელმისაწვდომობაზე რომ აღარ ვისაუბრო. არადა, გაერო-ს ბავშვთა ფონდი ჯერ კიდევ 2019 წელს ავრცელებდა ინფორმაციას, რომ საქართველოში 12 ათასი ბავშვი სკოლაში არ დადის, მაგრამ ეს სიგნალი არ იყო ჩვენი განათლების სამინისტროსთვის. ისინი ახლა გვპირდებიან, რომ დაიწყებენ მოზარდების კონსტიტუციით გარანტირებული განათლების უფლების დასაცავად გეგმის შემუშავებას. რამდენ წელში დაასრულებენ და შემდეგ რამდენ ხანში დანერგავენ არავინ იცის. არადა, ყოველწლიურად ჩვენი გადასახადებიდან ეს სამინისტრო ასობით მილიონი ლარით ფინანსდება. რამდენ ბავშვს დააფინანსებდა ის ავტოპარკი და შავი ჯიპები, რომლითაც ჩვენი ხელისუფლების მაღალჩინოსნები დადიან?“ - აცხადებს ანა დოლიძე.

„ხალხისთვის“ ლიდერის ინფორმაციით, სკოლის მიღმაა დარჩენილი მოზარდების შესახებ ინფორმაცია.

„ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრმა“ რამდენიმე თვის წინ გამოითხოვა და 21 იანვარს სამინისტრომ ოფიციალურად უპასუხა: „არ ვფლობთ ზუსტ ინფორმაციას სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ, ვინაიდან, აღნიშნული საკითხი უკავშირდება მოსახლეობის აღრიცხვის პრობლემას, მის მიგრაციას და ინფორმაციას განათლების მიღებაზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ“. ანუ, რა გამოდის, სამინისტრო, ფაქტობრივად, თვენახევარში, ანუ ჩვენი წერილის მიღების შემდეგ, დაინტერესდა ამ საკითხით, მოაგვარა მოსახლეობის აღრიცხვის პრობლემა და სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების აღრიცხვა მარტში შეძლო, თუ უბრალოდ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გულგრილობასთან და ინფორმაციის დამალვასთან გვაქვს საქმე? ასეთ სიტუაციაში ნამდვილად არ გვიკვირს, რომ ჩვენს ქვეყანაში ბავშვები სკოლის გარეშე რჩებიან და სახელმწიფო ამ დრომდე მათი ბედით არც დაინტერესებულა,“ - აღნიშნავს ანა დოლიძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა