ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევას ეხმაურება

ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გავრცელებული კვლევის შედეგებს ეხმაურებიან, სადაც 2020 წელს გაცემული პრემიებსა და დანამატებზეა საუბარი.

„მოგახსენებთ, რომ 2020 წლის განმავლობაში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებზე და ადმინისტრაციაში დასაქმებულ მოხელეებზე, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის დანამატები, აღნიშნულ პერიოდში მოქმედი საკანონმდებლო ნორმების სრული დაცვით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლისა და 34-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად გაიცა.

გარდა ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის ზვიად ჭუნაშვილის 2020 წლის თანამდებობრივი სარგოს-დანამატის შესახებ, არ შეესაბამება სინამდვილეს - ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში დანამატის ოდენობა განსაზღვრულია 10 050 ლარით, რეალურად კი აღნიშნული, ჯამში შეადგენს 6 250 ლარს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, რომელიც ორგანიზაციამ გაავრცელა, ნათქვამია, რომ 2020 წელს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში ჯილდოს, დანამატისა და პრემიის სახით ჯამში 65 920 ლარი გაიცა, რომლის ძირითადი ნაწილი - 56 370 ლარი ქვემო ქართლის ადმინისტრაციაზე მოდის. ამასთან, პანდემიის ფონზე, ჯილდო და დანამატი ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეების ზვიად ჭუნაშვილისა და კახაბერ კობერიძის გარდა, არც ერთ სხვა რწმუნებულსა და თანამდებობის პირს არ აუღია. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჭუნაშვილმა ჯილდოსა და დანამატის სახით ჯამში 10 050 ლარი მიიღო, კობერიძემ კი დანამატის სახით - 4 000 ლარი. ამასთან, 2020 წელს დანამატი, ჯილდო და პრემია არ გაუციათ გურიის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის ადმინისტრაციებში. 4 400 ლარი გაიცა სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციაში, 3 650 იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი - 3 500 ლარი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა