გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, პროექტის ღირებულება 2 570 000 ლარია. სააღმზრდელო დაწესებულება, რომლის მშენებლობაც მიმდინარე წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს, 180 ბავშვს მოემსახურება. სამუშაოები კი გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა დაათვალიერა.

„ორსართულიანი შენობის საერთო ფართი 1 520 კვ.მ-ია. შენობაში მოეწყობა გასახდელები, ბუფეტი, საკუჭნაო, დარბაზი, საძინებელი, სათამაშო, პროდუქტების შესანახი, ექიმის, ადმინისტრაციის, ჭურჭლის სარეცხი, სამზარეულოს, ლიფტის, საევაკუაციო კიბისა და საქვაბე ოთახები. პროექტის მიხედვით, დაგეგმილია ასევე, საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა. გათვალისწინებულია ატრაქციონების, სათამაშო ქვიშის მოედნების, საქანელების, ეზოს სკამების, საჩრდილობელი ფანჩატურების, ნაგვის ურნებისა და სასმელი წყლის შადრევნების მოწყობა.

ენერგეტიკული რესურსების მოხმარების შემცირებისა და ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით, განხორციელდება შენობის თბოიზოლაცია. იგეგმება სასმელი წყლის, საკანალიზაციო, ელექტრო, გათბობის, გაგრილებისა და სავენტილაციო სისტემების მონტაჟი. პროექტს ახორციელებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარების პროექტის ფარგლებში”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა