ანდრიუს კუბილიუსი - სამწუხაროდ, ახლა ვერ ვხედავთ მტკიცებულებას, რომ არა მხოლოდ მმართველი პარტია, არამედ ოპოზიციაც სერიოზულად მიიჩნევს დაპირებას, 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით

სამწუხაროდ, ახლა ვერ ვხედავთ მტკიცებულებას, რომ არა მხოლოდ მმართველი პარტია, არამედ ოპოზიციაც სერიოზულად მიიჩნევს დაპირებას, 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ვირტუალური მრგვალი მაგიდის, სახელწოდებით: „ევროპარლამენტარების განცხადება საქართველოს შესახებ: ღია დისკუსია სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან“ მიმდინარეობისას განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, რამდენად რეალისტურად აფასებენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობის მისწრაფებას, რომ ქვეყანამ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე შეიტანოს განაცხადი.

„მივესალმები მთავრობის გადაწყვეტილებას 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით. მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მთავარი ფაქტორი უნდა გახდეს, როგორ დააღწიონ თავი ამ კრიზისს და როგორ გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ 2024 წელს ნაჩვენები იყოს, რომ საქართველო იდეალური ქვეყანაა დემოკრატიით, პოლიტიზირებული მართლმსაჯულების გარეშე და იმ ძირითადი პრობლემების გარეშე, რასაც დღეს ვხედავთ“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანისთვის, საჭიროა მოქმედება.

„ჩემი რეცეპტი ძალიან მარტივია: მიჰყევით ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთების იდეას, მაგრამ გააკეთეთ საქმე და დაიწყეთ ამ საქმის გაკეთება ახლავე.

ქართველი პოლიტიკოსების მიმართ ჩემი რჩევა იქნება: მოეკიდეთ სერიოზულად ევროინტეგრაციას და გახსოვდეთ, რომ პოლიტიკური საზოგადოების უკან ასევე დგას საზოგადოება, რომელსაც ძალიან სურს, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი იხილოს“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ანდრიუს კუბილიუსი - სამწუხაროდ, ახლა ვერ ვხედავთ მტკიცებულებას, რომ არა მხოლოდ მმართველი პარტია, არამედ ოპოზიციაც სერიოზულად მიიჩნევს დაპირებას, 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით

სამწუხაროდ, ახლა ვერ ვხედავთ მტკიცებულებას, რომ არა მხოლოდ მმართველი პარტია, არამედ ოპოზიციაც სერიოზულად მიიჩნევს დაპირებას, 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ვირტუალური მრგვალი მაგიდის, სახელწოდებით: „ევროპარლამენტარების განცხადება საქართველოს შესახებ: ღია დისკუსია სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან“ მიმდინარეობისას განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, რამდენად რეალისტურად აფასებენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობის მისწრაფებას, რომ ქვეყანამ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე შეიტანოს განაცხადი.

„მივესალმები მთავრობის გადაწყვეტილებას 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით. მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მთავარი ფაქტორი უნდა გახდეს, როგორ დააღწიონ თავი ამ კრიზისს და როგორ გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ 2024 წელს ნაჩვენები იყოს, რომ საქართველო იდეალური ქვეყანაა დემოკრატიით, პოლიტიზირებული მართლმსაჯულების გარეშე და იმ ძირითადი პრობლემების გარეშე, რასაც დღეს ვხედავთ“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანისთვის, საჭიროა მოქმედება.

„ჩემი რეცეპტი ძალიან მარტივია: მიჰყევით ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთების იდეას, მაგრამ გააკეთეთ საქმე და დაიწყეთ ამ საქმის გაკეთება ახლავე.

ქართველი პოლიტიკოსების მიმართ ჩემი რჩევა იქნება: მოეკიდეთ სერიოზულად ევროინტეგრაციას და გახსოვდეთ, რომ პოლიტიკური საზოგადოების უკან ასევე დგას საზოგადოება, რომელსაც ძალიან სურს, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი იხილოს“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო