აფგან მუხთარლი დღეს გენერალურ პროკურატურაშია დაბარებული

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული.

აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში დაუდასტურეს. მათივე განმარტებით, მუხთარლი პროკურატურაში დღეს, 8 აპრილს უნდა გამოცხადდეს.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ აფგან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მუხთარლის გამოკითხვის შუამდგომლობით მისი ადგილსამყოფელის მიხედვით, სამართლებრივი დახმარებისთვის გერმანიის შესაბამის სამსახურებს 2020 წლის 24 მარტს მიმართა. გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე აფგან მუხთარლი გერმანიაში შესაბამისი სამსახურების მიერ 2020 წლის 24 ივლისს გამოიკითხა. დაკითხვის ოქმი და შესაბამისი მასალები გერმანიიდან საქართველოს პროკურატურაში 2020 წლის პირველ ოქტომბერს გამოიგზავნა და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) მიმდინარეობს“, - განაცხადეს პროკურატურაში.

ცნობისთვის, მუხთარლი თბილისში 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით ჰქონდა წაყენებული. 2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა აზერბაიჯანის ციხიდან ერთი წლის წინ გაათავისუფლეს. დარჩენილი წლები მას პირობითად ჩაეთვალა.

აფგან მუხთარლი 7 აპრილს თბილისში დაბრუნდა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად