გიორგი ხანიშვილმა ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს რიგით 38-ე ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, გიორგი ხანიშვილმა სამეთვალყურეო საბჭოს მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემიით შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად, ქვეყანაში მეცხოველეობის დარგის განვითარებაში პოზიტიური დინამიკა თვალსაჩინოა. მინისტრის მოადგილემ დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ცოფის რისკის მართვის მნიშვნელობის საკითხებს. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლებმა მიმდინარე აქტივობების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

ინფორმაციის თანახმად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი უწყებების და სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები ესწრებოდნენ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს