ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა

წამყვანი ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელი „კარფური,“ საქართველოში წარმოდგენილი კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმის“ მიერ, კიდევ ერთ საინტერესო კოლაბორაციას იწყებს: იგი ახლახანს „მასტერშეფის“ ახალი, მე-5 სეზონის გენერალური სპონსორი გახდა, რომელიც პოპულარული, რეიტინგული, ერთ-ერთი საუკეთესო გასართობი და შემოქმედებითი შოუა ქართულ ტელესივრცეში. ახალი სეზონი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 4 აპრილიდან ყოველ კვირას, საღამოს 10 საათზე გავა.

„მასტერშეფი“ ყველაზე ცეცხლოვანი, დინამიკური კულინარიული გადაცემაა, მაყურებელი ამ შოუს არც ერთ სეზონს არ ღალატობს.

შოუს ასეთი მაღალი სტანდარტებითა და მოთხოვნებით აუცილებლად სჭირდება სანდო და გამოცდილი პარტნიორი წარმატებისათვის, შესაბამისად, „კარფური“ მისი მე-5 სეზონის გენერალური სპონსორი გახდა, რომელიც მაყურებლებს უამრავ სასიამოვნო სიახლეს და საინტერესო, ამაღელვებელ მომენტებს ჰპირდება. მთელი ახალი სეზონის განმავლობაში, „კარფური“ ხელს შეუწყობს მონაწილეებს, მოამზადონ ვიზუალურად მიმზიდველი, გემრიელი და ჯანსაღი კერძები და საბოლოოდ, მოიპოვონ პროფესიონალი მზარეულის ტიტული.

თანამშრომლობის ფარგლებში, კონკურსანტები უზრუნველყოფილი იქნებიან ბრენდის უმაღლესი ხარისხის, ახალი პროდუქტებით განსაკუთრებული კერძების მოსამზადებლად, იქნება ეს ზღვის პროდუქტები, ხორცი, თუ ახალი ხილი და ბოსტნეული. კარფური „ფრეშ“ პროდუქტებს ყოველდღიურად პირდაპირ პარტნიორი ფერმებიდან იღებს, შესაბამისად, ისინი საკმაოდ ჯანსაღი, გემრიელი და ვიტამინებით სავსეა.

„ხარისხი გარანტირებულია“ - ესაა „კარფურის“ ექსკლუზიური პროდუქტების მთავარი სლოგანი, რომელთა სტენდიც „მასტერშეფის“ სტუდიაში განთავსდება მთელი ახალი სეზონის განმავლობაში, რაც საშუალებას მისცემს მაყურებლებს, დაათვალიერონ და მიიღონ მეტი ინფორმაცია ფრანგული ბრენდის გამორჩეული პროდუქტების შესახებ.

„კარფური“ცნობილია მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც ბრენდი, რომელიც გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მრავალფეროვნებითა და ხელმისაწვდომი ფასებით, რაც მომხმარებელს წლების განმავლობაში შეუდარებელ სავაჭრო გამოცდილებას სთავაზობს.

ორივე პარტნიორის, „მასტერშეფისა“ და „კარფურის“ მაღალპროფესიონალური გამოცდილების გათვალისწინებით, შოუს გულშემატკივრებს ისღა დარჩენიათ, მოემზადონ სანახაობისათვის, კომფორტულად მოკალათდნენ და ისიამოვნონ ახალი სეზონით. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ, შოუს მეშვეობით გაიუმჯობესონ საკუთარი კულინარიული ცოდნა და მიიღონ ბევრი სასარგებლო ინფორმაცია.

(R)

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო