კორონავირუსის გამო, აჭარის რეგიონში 9 სკოლა ონლაინ რეჟიმში განაგრძობს სწავლას

კორონავირუსის გამო, აჭარის რეგიონში 9 სკოლა ონლაინ რეჟიმში განაგრძობს სწავლას, თუმცა ოთხ სკოლაში შესაძლებელია სასწავლო პროცესი საკლასი ოთახში განახლდეს, რადგან თვითიზოლაციის პერიოდი იწურება, - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ნონა ეფაძემ მოსახლეობას, ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.

ამასთან, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 109 პაციენტია მოთავსებული, აქედან 22 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ერთი მათგამი კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზეა მოთავსებული.

აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 67 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს