ტიტე აროშიძემ და ფრიდონ ფუტკარაძემ პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის საკითხებზე იმსჯელეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე და გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე საქართველოს პარლამენტში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატის - ანზორ ბოლქვაძის ინიციატივით საქართველოს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე აჭარაში გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოისმინეს და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

ასევე, ყურადღება გამახვილდა მაჭახელას დაცული ტერიტორიის სტატუსსა და თაფლის ექსპორტთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„ტიტე აროშიძემ და ფრიდონ ფუტკარაძემ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ხატია წილოსანს ტყის ფონდში ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწების კერძო საკუთრებაში გადაცემის საკითხებზე და კანონმდებლობით განსაზღვრის საჭიროებაზე ესაუბრეს. იმსჯელეს კომიტეტების გეგმებსა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.

პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე მთიან აჭარაში მოსახლეობის საჭიროებებზე, სატყეო მეურნეობის და ხე-ტყის განკარგვის თემებზე, ასევე მიწით სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამახვილდა ყურადღება“, - ნათქვამია ინფორმაციაში

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა