დიმიტრი ხუნდაძე - ოპოზიციამ ულტიმატუმი კარს მიღმა უნდა დატოვოს, ხელში არამხოლოდ პარტიული, არამედ საზოგადოებრივი ინტერესები დაიკავოს და მოლაპარაკების პროცესში ისე შემოვიდეს

ოპოზიციამ ულტიმატუმი კარს მიღმა უნდა დატოვის, ხელში არამხოლოდ პარტიული, არამედ საზოგადოებრივი ინტერესები დაიკავოს და მოლაპარაკების პროცესში ისე შემოვიდეს, - ამის თაობაზე დღეს „ქართული ოცნების" დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. ამ კონტექსტში ხუნდაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოების 60% საპარლამენტო ბოიკოტს ეწინააღმდეგება და ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჯორჯ კენტს ვეთანხმები იმაში, რომ მთავარი საკუთარი პარტიული ინტერესები არ უნდა იყოს. წინა პლანზე საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესები უნდა იდგეს, მითუმეტეს, როდესაც ასეთი ყურადსაღებია რეგიონული პოლიტიკური პროცესები. ასევე პანდემიის ფონზე რისკის ქვეშაა არამხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვა, არამედ არის ეკონომიკური და სოციალური პრობლემები. არის მხარეების ვალდებულება, რომ გარკვეულ შეთანხმებამდე მივიდნენ. „ქართული ოცნება" ამისთვის მზად არის და მოლაპარაკების მაგიდასთან ულტიმატუმებით არ მიდის. შედეგზე რომ გავიდეთ მხოლოდ „ქართული ოცნების" განწყობა არ არის საკმარისი. როცა მხარეთა შორის არის უთანხმოება, ორივე მხარემ უნდა გამოხატოს სურვილი იმისა, რომ შეუთანხმებლობა შეთანხმებით დასრულდეს", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“