ქუთაისში ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის დოკუმენტის  ხედვის ეტაპის საჯარო განხილვა დაიწყო

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, ქუთაისის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის - „ქუთაისი 2040 განვითარების ხედვა“ განხილვა და შენიშვნა-მოსაზრებების მოსმენა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მერიის ცნობით, დოკუმენტზე შპს „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკი“-სა და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გუნდმა იმუშავა. შეხვედრა საჯარო იყო და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

„ამ ეტაპზე ქუთაისში პირველი შეხვედრაა, სადაც ჩვენი ქალაქის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის განხილვა ხდება. შეხვედრა საჯარო იყო, ინფორმაცია წინასწარ გავავრცელეთ და ყველა დაინტერესებული მხარე დაესწრო. შემდეგ ეტაპზე, შემსრულებელი ორგანიზაცია გაითვალისწინებს აქ გამოთქმულ შენიშვნებსა და მოსაზრებებს. დოკუმენტის საბოლოოდ ჩამოყალიბებამდე ისევ გაიმართება განხილვები“,- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

„დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკი“-ის ხელმძღვანელის გიორგი გოცირიძის თქმით, მსგავსი საჯარო შეხვედრები ქუთაისში კიდევ გაიმართება. დოკუმენტზე მუშაობა კი გრძელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო