სახალხო დამცველი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს ხვდება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს ხვდება. ნინო ლომჯარია სოფელ გუმათში იმყოფებოდა, საიდანაც ნამახვანის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდულია.

ლომჯარია ხეობაში არსებულ ვითარებას პირადად ეცნობა. აქტივისტების თქმით, მათ გადაადგილების უფლება ეზღუდებათ.

ომბუდსმენის განცხადებით, აღნიშნული შეზღუდვების არანაირი საფუძველი არ არსებობს და გადაადგილების აკრძალვა არის არაპროპორციული.

ნინო ლომჯარიამ ისაუბრა კომპანია "ენკას" განცხადებაზეც. მისი თქმით, კომპანიამ საჯაროდ მიმართა თანამშრომლებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით. სახალხო დამცველი განმარტავს, რომ აღნიშნულ ფაქტებს შეისწავლიან და შესაბამისი რეაგირება იქნება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს