ნინო ლომჯარია - ხელისუფლება უფრო მეტი გულისყურით უნდა მოეკიდოს გალში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას

ხელისუფლება უფრო მეტი გულისყურით უნდა მოეკიდოს გალში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას - საქართველოს ხელისუფლებამ დამატებითი ბარიერები შეუქმნა 5 - დღიანი კარანტინის დაწესებით ჩვენს მოქალაქეებს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მდინარე ენგურზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ისინიც კი, ვისაც უფლება აქვთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოვიდნენ, თავს იკავებენ ან ე.წ გადასასვლელი პუნქტების გვერდის ავლით შემოსვლას ცდილობენ.

„მთავარი პრობლემა არის ის, რომ ე.წ. გადასასვლელი პუნქტები ძალიან დიდი ხანია დაკეტილია, ეს პანდემიამდეც ასე იყო, თუმცა პანდემიის დროს უკვე ერთი წელია გალში მცხოვრები მოსახლეობა არის სრულ იზოლაციაში. თებერვალში ნაწილობრივ გაიხსნა გადასასვლელი პუნქტი, მხოლოდ ცალკეული კატეგორიის ადამიანებისთვის და ეს არ არის საკმარისი, რადგან როდესაც არ იყო შეზღუდვები 1000-1500 ადამიანი კვეთდა ამ გადასასვლელ პუნქტს და დღეს კვეთს 20-30 ადამიანი. ეს მარტივი ციფრებიც აჩვენებს რეალურად რამდენად შეზღუდულია გადაადგილება. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის საოკუპაციო ძალის პასუხისმგებლობა და დე-ფაქტო ხელისუფლების პასუხისმგებლობა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ დამატებითი ბარიერები შეუქმნა იმ 5 - დღიანი კარანტინის დაწესებით ჩვენს მოქალაქეებს და ბევრი მათგანისთვის ეს არის ბარიერი. ისინიც კი ვისაც აქვთ უფლება, რომ გადმოვიდნენ, იკავებენ თავს ან ცდილობენ გვერდის ავლით, შემოვლითი გზებით შემოვიდნენ და ეს არ არის პირველი შემთხვევა, შარშან ორი უბედური შემთხვევა მოხდა და ამის გათვალისწინებით ხელისუფლება უფრო მეტი გულისყურით უნდა მოეკიდოს გალში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას", - განაცხადა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, სოფელ შამგონასა და სოფელ თაგილონის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით, ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი, საქართველოს 4 მოქალაქე მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდა. მდინარე ენგურის გადმოკვეთისას ოთხივე მათგანი დაიღუპა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო