ბადრი ჯაფარიძე - თუ სადმე პარტიული ინტერესი იქნება, რომლის დათმობაც საჭიროა კრიზისის გადასაჭრელად, უსიტყვოდ დავთმობთ

თუ სადმე პარტიული ინტერესი იქნება, რომლის დათმობაც საჭიროა კრიზისის გადასაჭრელად, უსიტყვოდ დავთმობთ, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

ჯაფარიძეს მაგალითად მოჰყავს IRI-ის კვლევა და აცხადებს, რომ კვლევის თანახმად, მოქალაქეთა 45 პროცენტს რიგგარეშე არჩევნები სურს. შესაბამისად, პარტიულ ინტერესებს რაც უკავშირდება, კომპრომისზე წავლენ, თუმცა კომპრომისი თანამოქალაქეების ინტერესების შეწირვის ხარჯზე ვერ იქნება.

ამასთან ჯაფარიძე აცხადებს, რომ კომპრომისი ადამიანების საპატიმროში დატოვებაზე ვერ იქნება.

„სადაც საუბარი იქნება პოლიტპატიმრებთან დაკავშირებულ საკითხებზე, აქ კომპრომისი არ შეიძლება იყოს. ადამიანების საპატიმროში დატოვებაზე კომპრომისზე ვერ წავალთ. არ არის სწორი, ეს ნიშნავს ადამიანებით ვაჭრობას. აქ ვერ იქნება კომპრომისი, გარდა იმისა, რომ ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ.

თუნდაც IRI-ის გამოკვლევაში ცალსახად არის ნათქვამი, რომ გამოკითხულთა 45 პროცენტი ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდა. მეორე 45 პროცენტი ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნები არ უნდა. კომპრომისი ის იქნება, რომ საერთოდ უარი ვთქვათ რიგგარეშე არჩევნებზე? - ამ 45 პროცენტის ინტერესების საწინააღმდეგოდ იქნება და არა პარტიული ინტერესების დათმობა. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ყველანაირ კომპრომისზე, გარდა ისეთი კომპრომისისა, რომელიც განხორციელდება ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესების შეწირვის ხარჯზე. ასეთ კომპრომისს არ მივიღებთ“, - აღნიშნა მან.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო