წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ხანძარი იყო - არსებული ინფორმაციით, სოფელ რიონში ძმების მკვლელობის საქმეზე დაკავებულის სახლის დაწვა სცადეს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ოთხი დღის წინ მომხდარ მკვლელობას უკავშირდება, კერძოდ, დაუდგენელმა პირებმა ძმების მკვლელობის გამო დაკავებული პირის სახლის გადაწვა სცადეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შსს-ის ინფორმაციით, კი ხანძართან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო