ბათუმში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მსვლელობას მართავენ

ბათუმში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მსვლელობას მართავენ

ბათუმში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წევრები და აქტივისტები ქუჩებში მსვლელობას აწყობენ.

ისინი გმირთა ხეივანში მდებარე, 9 აპრილის მემორიალთან გადაინაცვლებენ.

როგორც შეკრებილები აცხადებენ, ისინი ამ ფორმით პატივს მიაგებენ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულ გმირებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.