დეკანოზ იოანე გორელიშვილის განცხადებით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში მამაკაცი შეიჭრა, რომელიც ცივი იარაღით იყო შეიარაღებული

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი 50 წლამდე მამაკაცი შეიჭრა ,- ამის შესახებ დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პირი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მისივე განცხადებით, მამაკაცს მეუფე დიმიტრი არ უხსენებია, თუმცა გაურკვეველი იყო , რას ითხოვდა, ამასთან პირი ცივი იარაღით იყო შეიარაღებული.

"დღის 16:00 საათი იყო, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა ფეხით შეამტვრია კარები. იქ მყოფი სტიქაროსანი და სამართალდამცავი, რომელიც თვითმხილველი აღმოჩნდა, შეჰყვა, გაანეიტრალა. აღმოაჩინეს, რომ დანით იყო შეიარაღებული. იმდენად უგონო მდგომარეობაში იყო, ვერ ამბობდა, რა უნდოდა, განყოფილებაში გადაიყვანეს. მეუფე არ უხსენებია. მეუფის დასაჭრელად შევიდაო და არა! უბრალოდ მთვრალი იყო, სამართალდამცავები დაადგენენ ვინაობას. ძაღლიც იყო რეზიდენციაში, რომელმაც ეს მამაკაცი შეაჩერა. 50 წლამდე მამაკაცია",- განაცხადა დეკანოზმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს