რელიგიის საკითხთა სააგენტო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის და 9 აპრილს მომიტინგეების დარბევის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის და 9 აპრილს მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„დღეს, საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენას აღნიშნავს. ზუსტად 30 წლის წინ, 1991 წლის 9 აპრილს, 12:30 საათზე, ხელი მოეწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო დაეყრდნო 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებს, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის საერთო რაოდენობის 90,3%-მა, რომელთაგან 98,9%-მა მხარი დაუჭირა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.

დღესვე აღინიშნება საქართველოს თავისუფლებისა და ერთიანობისთვის დაღუპულთა მოხსენიების დღე. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევას 21 ადამიანი შეეწირა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო