გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ - შეთანხმება ცუდი არ არის, არავინ ჩამოგხსნით ეპოლეტებს

პირველ რიგში, „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ, შეთანხმება ცუდი არ არის, არავინ ჩამოგხსნით ეპოლეტებს, თუ შეთანხმება გაფორმდება ყველა იმ საკითხზე, რომელიც დოკუმენტში არის. შეთანხმება არ „ტეხავს“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი უნდა გაგრძელდეს, თუმცა იმ ხუთივე პრინციპულ საკითხზე, რასაც ოპოზიციური სპექტრი აყენებს.

„ის მდგომარეობა, რომელიც დღეს ქვეყანაშია, ასე დიდხანს ვერ იქნება ჰაერში ჩამოკიდებული. განცხადება გავაკეთე იმისთვის, რომ ჩემი პრინციპული მზაობა დამეფიქსირებინა შეთანხმებისთვის იმ ხუთივე საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დოკუმენტშია. ვფიქრობ, ეს პროცესი უნდა დაიძრას და ამისთვის ყველამ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჯერ მესამე რაუნდი ჩატარდეს. ამ დოკუმენტში {ახალი ტექსტი, რომელსაც ვაშაძის ინფორმაციით, მედიატორები ამზადებენ} უნდა იყოს ხუთივე საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტა, მათ შორის პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით და რიგგარეშე არჩევნების თაობაზე უნდა იყოს კონკრეტული გზა. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ დოკუმენტის ხელმომწერი ყველა ოპოზიციური პარტია იყოს. ეს არის ჩემი მთავარი ამოცანა. მე უბრალოდ ვთქვი ის, რომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება „სტრატეგია აღმაშენებელს“ არ გვიჭირდა და არც არასდროს გაგვიჭირდება, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, ამ დოკუმენტს ხელი ყველამ მოაწეროს“, - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ: გიორგი ვაშაძემ გუშინ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, მომავალ კვირას მედიატორები მხარეებს შეთანხმების ახალ დოკუმენტს შესთავაზებენ. „შემიძლია გითხრათ, რომ მომავალ კვირას 5-ვე საკითხთან დაკავშირებით დაიდება ახალი შინაარსის დოკუმენტი - აგერ ნახეთ, შეთანხმება აუცილებლად იქნება!“, - განაცხადა ვაშაძემ.

ამირან სალუქვაძე - მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა გაიზარდა, საკმაოდ დაძაბული ბრძოლის მომსწრე ვიქნებით და იმედია, არჩევნების შემდეგ დასავლეთის ხელახალი დახმარება არ დაგვჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2021
ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
კახა ოქრიაშვილი - 2021 წელს 43%-იანი პლებისციტის დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არ დასრულებულა
„ლუტეცია ჯგუფი“ ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდს აარსებს
ახალი სერვისი არააქტიური მოპოვების ლიცენზიის მფლობელებს
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის საგრანტო კონკურსის მონაწილეებს "ფინკა ბანკი" თანადაფინანსების სპეციალურ პირობებს სთავაზობს
"ჯივიესის" ახალი შენაძენი რაჭაში
„პერსონალური მენეჯერი“ - სრულიად ახალი სერვისი “პსპ დაზღვევისგან”
ხვალ გაიმართება ფორუმი მზის ელექტროსადგურის სარგებლიანობის შესახებ - „მდგრადი ინვესტიცია და ბიზნეს სარგებელი“