ირაკლი შიოშვილმა და შოთა ნარეკლიშვილმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწუმენებულმა ირაკლი შიოშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

,,უკვე 32 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან, დღევანდელ დღეს, ვიხსენებთ სამშობლოს თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ადამიანებს და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას“, - აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის შოთა ნარეკლიშვილის თქმით, დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის ტრაგიკული თარიღია.

,,9 აპრილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. გვსურს პატივი მივაგოთ გარდაცვლილთა ხსოვნას, იმ ადამიანების ხსოვნას, რომელებიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას შეეწირნენ. დღესდღეობით, ჩვენი ქვეყნის 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, თუმცა მე მჯერა, რომ გარდაცვლილი გმირების პატივისცემა უკვალოდ არ ჩაივლის და საქართველო აუცილებლად გამთლიანდება", - განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს