მიტროპოლიტი ანდრია - ყავაზე და ჩაიზე ჩვენს მოპატიჟებაზე უარი წლების მანძილზე არც ერთი თანამდებობის პირს არ უთქვამს, ანალოგიურად იყო გიორგი გახარიასთანაც

გორისა და ატენის ეპარქიის მმართველმა, მიტროპოლიტმა ანდრიამ კომენტარი გააკეთა მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი გახარიას მასთან სტუმრობაზე.

„წლების მანძილზე, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნისას, ჩვენთან, ეპარქიაში სტურად იმყოფებოდნენ ბატონები - ედუარდ შევარდნაძე, ზურაბ ჟვანია, ქალბატონი ნინო ბურჯანაძე, ბატონები - დავით ბაქრაძე, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, ასევე, სალომე ზურაბიშვილი და არცერთ მათგანს უარი არ უთქვამს ყავაზე და ჩაიზე ჩვენს მოპატიჟებაზე. ანალოგიურად იყო გიორგი გახარიასთან დამოკიდებულებაშიც. რაც შეეხება იმას, რაზე ვისაუბრეთ, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ქართლის ყურძნის და ღვინის ჯიშებზე. ვისაუბრეთ თუ არა პოლიტიკაზე და მთხოვა თუ არა გახარიამ დახმარება? - გიპასუხებთ, რომ არ უთხოვია და რომ ეთხოვა, ვერ გეტყვით რას ვუპასუხებდი. პოლიტიკაზე საუბარს რაც შეეხება, პოლიტიკაზე საუბარი, მე მგონი, საქართველოში არის ყველაზე პოპულარული თემა და თუ ქვეყნის მდგომარეობაზე ქვეყნის ყოფილ პირველ პირს მე დავუსვი შეკითხვები, მგონი, ეს სრულებით ბუნებრივი არის იმიტომ, რომ მაინტერესებს ჩვენი ქვეყნის პერსპექტივა“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ანდრიამ.

გორისა და ატენის ეპარქიის მმართველმა, კითხვაზე, ისაუბრა თუ არა ყოფილმა პრემიერმა პოლიტიკურ გეგმებზე და თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე აპირებს თუ არა ყოფილი პრემიერი გორში კანდიდატურის დასახელებას, მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ეს საკითხები მას არ ეხება.

„ეგ არის საკითხი, რომელიც მე სრულებით არ მეხება. არ ვიცი, რას გადაწყვეტს ბატონი გიორგი, ვერ გეტყვით, ამის შესახებ ჩემთან არც უსაუბრია და არც მე დამისვამს შეკითხვები“, - აღნიშნა ეპარქიის მმართველმა.

კითხვაზე, ვისთან ერთად სტუმრობდა მას ყოფილი პრემიერი და ახლდნენ თუ არა შსს მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა საბანაძე და გორისა და კასპის მაჟორიტარი გიორგი ხოჯევანიშვილი, მიტროპოლიტმა დაადასტურა, რომ გახარიასთან ერთად იმყოფებოდნენ ხოჯევანიშვილი და საბანაძეც.

გიორგი ხოჯევანიშვილს, კახა საბანაძეს, ალეკო ხოჯევანიშვილს, მე ვიცნობ ჯერ კიდევ მათი მშობლებიდან, მათი ოჯახებიდან გამომდინარე. ასე რომ, თუ ისინი მასპინძლობდნენ ბატონ გიორგი გახარიას და ერთად იყვნენ, ის, რომ ყველანი ერთად მოვიდნენ ჩვენთან, რაიმე გასაკვირი არ უნდა იყოს. რაც შეეხება პოლიტიკურ გეგმებს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩემთან ამაზე არ უსაუბრიათ და პოლიტიკური გეგმები თუ გააჩნიათ, ალბათ ამას კიდევაც იტყვიან", - განაცხადა გორისა და ატენის ეპარქიის მღვდელმთავარმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა