სახელმწიფო რწმუნებულმა, ამბროლაურის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ასლან საგანელიძემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი სიმბოლურად ყვავილებით შეამკეს. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს.

„9 აპრილის ორმაგი დატვირთვა აქვს საქართველოს ისტორიაში. ეს დღე არის ტრაგიკული, მაგრამ ამავე დროს გმირობის, ვაჟკაცობის, ქვეყნის სიყვარულისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლო. 1989 წლის 9 აპრილს, უდიდესი გმირობა და თავგანწირვა გამოიჩინეს ქართველებმა, ეს კი თავისუფლებითა და დამოუკიდებლობის მოპოვებით დასრულდა. მინდა უდიდესი პატივისცემით გავიხსენო ჩვენი გმირები, რომელთა ღვაწლი ქვეყნის წინაშე შეუფასებელია“,- აღნიშნა ზვიად მხეიძემ.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ასობით ადამიანი კი მოიწამლა. ქართველმა ხალხმა 9 აპრილი ეროვნულ დღესასწაულად და ეროვნული ერთიანობის დღედ გამოაცხადა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ