ფოთში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ, საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ, მერის მოადგილეებმა და საკრებულოს წევრებმა გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

„დღეს მოვიგონეთ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაღუპული ახალგაზრდები. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტკივილიანი დღე ქვეყნის უახლოეს ისტორიაში და ასევე დღე-ყველაზე დიდი გამარჯვების. 30 წელი გავიდა 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან. მადლობა დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს იდეისთვის თავგანწირულ გმირებს. მადლობა და არდავიწყება მათ სახელებს”,- განაცხადა ფოთის მერმა.

9 აპრილის მემორიალის მიმდებარედ სიმბოლურად 21 ძირი ვერცხლისფერი ცინერეა დაირგო. ღონისძიებაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოხალისეები ჩაერთნენ.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს