დიეგო კოლასი - მნიშვნელოვანია, პარტიებმა კონსტრუქციულად იმუშაონ დანიელსონის მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე იმისთვის, რომ გამოსავალი მონახონ

ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა იმუშაონ და არსებული სიტუაციიდან გამოსავალი ნახონ. ჩვენ ძალიან გვსურს, რომ მოლაპარაკებებში წინსვლა ვიხილოთ, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად აუცილებელია, პარტიებმა კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე კონსტრუქციულად იმუშაონ.

„დღეს საქართველო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, მათ შორის ჯანდაცვასთან დაკავშირებული კრიზისის, ეკონომიკური კრიზისის, სამხრეთ კავკასიაში არსებული სიტუაცია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მთელი ენერგია მობილიზებული იყოს ამ გამოწვევების გადასალახად. ამ კუთხით, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა. არსებობს ბატონი დანიელსონის მიერ შეთავაზებული წინადადებები, რომელიც მან მაგიდაზე დადო და მნიშვნელოვანია, რომ პარტიებმა კონსტრუქციულად იმუშაონ ამ წინადადებებზე იმისთვის რომ, გამოსავალი გამონახონ”, - განაცხადა ფრანგმა დიპლომატმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“