აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებმა თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებმა თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 1989 წლის სისხლიანი მოვლენებიდან 32 წელი გავიდა, თუმცა ეს დღე იქცა თავისუფლების სიმბოლოდ და 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე.

„9 აპრილს, საქართველოს ისტორიისათვის უმნიშვნელოვანეს და, ამავდრულად, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები ბათუმში, გმირთა ხეივანში შეიკრიბნენ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა - ტიტე აროშიძემ, ფატი ხალვაშმა, მარინე გვიანიძემ, დავით ბაციკაძემ, გიორგი მანველიძემ, ლადო მგალობლიშვილმა, უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა