რუსთავში 9 აპრილის ტრაგედიის 32-ე და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმოწერიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

რუსთავში, 9 აპრილის ტრაგედიის 32-ე და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმოწერიდან, 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალ ყვავილებით შეამკეს.

,,30 წელი შესრულდა იმ დღიდან, როცა ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მანამდე 2 წლით ადრე, 9 აპრილის ღამეს დაღუპულმა ჩვენი ქვეყნის გმირებმა, საქართველოს ახალი ისტორია დაწერეს. სწორედ იმ ღამეს ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს ქვეყანას მხოლოდ ერთი გზა ჰქონდა და ეს გზა დამოუკიდებლობაზე გადიოდა. დიდი მადლობა მათ ამისთვის, მადლობა დამოუკიდებლობისთვის“, - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ონიანის განცხადებით, 9 აპრილი ერთდროულად, ტკივილითა და სიხარულით სავსე დღეა.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თავისუფლებისთვის იმ ადამიანებს, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილს დაიღუპნენ რუსთაველის გამზირზე. 9 აპრილი, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ისტორიაში, ყველას კარგად გვახსოვს ის ემოცია, ის განწყობა და ის წყურვილი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის, რაც მაშინ იყო. ამ დღეს, ორმაგი დატვირთვა აქვს, 9 აპრილი ერთდროულად ტკივილითა და სიხარულით სავსე დღეა“, - განაცხადა ლევან ონიანმა.

მემორიალთან, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების მონაწილე რუსთაველები და ჩოხოსნებიც შეიკრიბნენ. ღონისძიების ფარგლებში, 9 აპრილის მემორიალთან ტრაგიკული მოვლენების ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო და ანსამბლმა ,,მე რუსთველმა“ პატრიოტულ თემაზე შექმნილი სიმღერები შეასრულა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა