ქუთაისში, 9 აპრილის მემორიალთან, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

ქუთაისში, 9 აპრილის მემორიალთან, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ და მერის მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ 9 აპრილის გმირებს პატივი მიაგეს.

„ქართველი ხალხისთვის ეს დღე განსაკუთრებულია. გარდა იმისა, რომ 9 აპრილს ერმა დამოუკიდებლობის ნება გამოხატა, მომხდარიდან ორ წელიწადში ეს საქმე ბოლომდე მიიყვანა. მადლობა მათ, ვინც იბრძოდა და შეეწირა ქვეყნის დამოუკიდებლობას!“,-განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

დღესვე 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი ტრაგიკული მოვლენების ამსახველი ფოტო - გამოფენა მოეწყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო