ბათუმში, სხვადასხვა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრებმა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრები და აქტივისტები შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, 1989 წელს ქვეყნის დამოუკიდებლობასთან ბრძოლას 21 ახალგაზრდა შეეწირა.

მათი თქმით, ოკუპაციასთან ბრძოლა დღემდე გრძელდება, რუსეთის მხრიდან ყოველდღიურად ხდება ადამიანების გატაცება და წამება. აქციის მონაწილეებმა ქვეყნის ოკუპაცია კიდევ ერთხელ გააპროტესტეს და მსვლელობით გმირთა ხეივანში გადაინაცვლეს, სადაც 1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ამასთან, აქციის მონაწილეებმა 15 მაისს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ, აქციასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა