„ფორმულას“ ინფორმაციით, მათ ორ თანამშრომელზე თავდასხმა მოხდა

„ფორმულას“ დირექტორის ზუკა გუმბარიძის განცხადებით, ტელევიზიის ორ თანამშრომელზე თავდასხმა განხორციელდა.

როგორც გუმბარიძემ ბრიფინგზე განაცხადა, „ფორმულას“ ერთ მძღოლს ავტომანქანა დაუზიანეს, მეორე მძღოლს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„ჩვენი ერთი თანამშრომლის ავტომანქანაზე, სადაც ფორმულას ლოგოებია, ღამის 3 საათზე, ე.წ. კომენდანტის საათის დროს, განხორციელდა ვანდალური აქტი. ჩამსხვრეულია შუშა, ავტომანქანიდან არაფერია წამოღებული, უბრალოდ, დაზიანებულია. ადგილზე პატრული მივიდა, მაგრამ არ ვიცით გამოძიების მსვლელობის დროს რა ხდება.

მეორე ფაქტი ასევე უკავშირდება „ფორმულას“ მძღოლს, რომელიც ნაცემია, ფიზიკური დაზიანება აღენიშნება. ჩვენ ვთხოვთ, კომპეტენტურ ორგანოებს ამ ფაქტით დაინტერესდნენ და ამ ფაქტის ძალიან მალე გამოძიებას ვითხოვთ.

ჩვენს ჟურნალისტზე ვახო სანაიაზეც განხორციელდა ადრე თავდასხმა და ეს გაგრძელებაა ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლარიზაციის", - განაცხადა გუმბარიძემ.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
განსაკუთრებული შეთავაზება მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას
ახალი კოროლა კროსი – დახვეწილი SUV სტილი