გორში 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, 9 აპრილის სკვერში ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მემორიალთან სიმბოლურად ტიტები მიიტანეს.

მემორიალთან გორისა და ატენის მიტროპოლიტის მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით, მამა გიორგიმ 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

უახლოეს პერიოდში სკვერში დაიწყება 9 აპრილს დაღუპულთა სახელობის მემორიალის განახლება - მოწყობა, რომელიც საქართველოს დროშის ფერებშია გადაწყვეტილი. პროექტის მიხედვით, დაგეგმილია სკვერის კეთილმოეწყობაც.

„9 აპრილის ტრაგედია, ალბათ ყველაზე მძიმედ გასახსენებელია საქართველოს უახლოეს ისტორიაში, მაგრამ ამავე დროს ეს არის სიმბოლო სამშობლოს სიყვარულისა და თავგანწირვის. მადლობა ამ პატარა გოგო - ბიჭებს, ყველას, ვინც საკუთარი სისხლის ფასად, ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა. ამ ადამიანების უკვდავსაყოფად, სულ მალე ამ სკვერში დაიწყება მემორიალის მოწყობა. ჩვენი გმირების შესახებ, მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ და ეს მემორიალი იქნება მათი სულების უკვდავების კიდევ ერთი სიმბოლო», - განაცხადა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს