ფოთში, მე - 12 საჯარო სკოლა პედაგოგის კორონავირუსით ინფიცირების გამო, შესაძლოა, ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდეს

ფოთში, მე - 12 საჯარო სკოლა პედაგოგის კორონავირუსით ინფიცირების გამო, შესაძლოა, 12 აპრილიდან ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდეს.

საგანმანათლებლო რესურს - ცენტრის უფროსის, გოჩა ქორქიას თქმით, გადაწყვეტილებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებითა და ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის საფუძველზე მიიღებენ. მისივე თქმით, დისტანციურ სწავლებაზე გადასულია 7 სკოლის თითო კლასი. ფოთში, ამ დროისთვის „კოვიდ 19“-ით 10 მოსწავლეა ინფიცირებული.

„ჩვენ ვცდილობთ სკოლებიდან მაქსიმალურად მივიღოთ ინფორმაცია, შემდეგ გავითვალისწინოთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი სამსახურის რეკომენდაცია და შეჯერებულად მივიღოთ გადაწყვეტილებები. ეს გადაწყვეტილებები ბოლო პერიოდში წერტილოვან ხასიათს ატარებს, გამომდინარე იქედან, კონკრეტულ სკოლაში თუ რა მდგომარეობა გვაქვს. პირველი აპრილიდან დღემდე გვყავს 10 კოვიდ დადასტურებული მოსწავლე, შესაბამისად შვიდი სკოლის თითო კლასი, ანუ ის კლასები, რომლებშიც ინფიცირებული ბავშვები სწავლობენ, გადაყვანილია ონლაინ სწავლებაზე.

რაც შეეხება მე-12 საჯარო სკოლას, იქ პედაგოგს დაუდასტურდა კოვიდი და იმდენად, რამდენადაც ამ პედაგოგს შეხება ჰქონდა სხვადასხვა კლასის მოსწავლესთან, პლუს კონტაქტი თავის კოლეგებთან, სავარაუდოდ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ 12 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით, სამინისტროსთან შეთანხმებით და ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის საფუძველზე სკოლა მთლიანად გადავიყვანოთ დისტანციური სწავლების რეჟიმზე“, - განაცხადა გოჩა ქორქიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა