რიონის ხეობაში ერთი აქტივისტი დააკავეს

რიონის ხეობაში ერთი აქტივისტის დაკავების გამო, იმერეთის პოლიციასთან მოძრაობა ,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის" აქტივისტები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ.

იმერეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლაშა ქუთათელაძე წუხელ დააკავეს. ახლობლების ინფორმაციით, ქუთათელაძე წყალტუბოდან ნამახვანში ბრუნდებოდა, რა დროსაც ის პოლიციამ გააჩერა და უთხრა, რომ მას გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილების უფლება არ ჰქონდა.

ლაშა ქუთათელაძე და მასთან ერთად მყოფი კიდევ ორი პირი თავდაპირველად ოფურჩხეთის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, საიდანაც მისი თანმხლები პირები გაფრთხილებით გაუშვეს, ქუთათელაძე კი პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. დაკავებულის ინტერესებს საია იცავს.

სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!