თელავში წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის, მრავალბინიანი კორპუსების გამრიცხველიანებისთვის საჭირო სამუშაოები დასრულების ფაზაშია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ თელავში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გამრიცხველიანებისთვის საჭირო სამუშაოებს ასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გიგა მანდარიამ ადგილზე დაათვალიერა.

„თელავში წყალმომარაგების პროექტის პირველი ფაზა, რომელიც ითვალისწინებდა დაახლოებით 124 კორპუსის გამრიცხველიანებასა და სამი ახალი ჭაბურღილის დამატებას შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასრულდა და ექსპლუატაციის შესვლის ფაზაშია. სამუშაოების შედეგად, წინა წლებთან შედარებით, ჩვენ მივიღეთ მკვეთრად გაუმჯობესებული წყალმომარაგება და გაუმჯობესებული გრაფიკი. ასევე, მიმდინარე წლის ბოლომდე უკვე დავიწყებთ ფართომასშტაბიან პროექტს, რომელიც თელავის მოსახლეობისთვის წყალმომარაგებასთან დაკავშირებულ პრობლემებს სრულად გადაჭრის და ვფიქრობთ, რომ 2022 წლის ბოლოდან ჩვენ უკვე შეგვეძლება თელავის 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა“, - განაცხადა გიგა მანდარიამ.

წყალმომარაგების კომპანიამ ასევე გამოაცხადა ტენდერი თელავის 24 საათიანი წყალმომარაგებისათვის აუცილებელ სამუშაოებზე. ამ დროისთვის მიმდინარეობს მშენებელი კომპანიის შერჩევა-შეფასების პროცედურები.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს