მთავრობის ადმინისტრაციის ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს პაპუნა მარგველიძეს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლერი ბარნაბიშვილმა მორიგი გასვლითი შეხვედრა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს, აუდიენციის დროს ლერი ბარნაბიშვილმა საკრებულოს და მერიის პირველი პირებისგან პირადად მიიღო ინფორმაცია რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან და სხვა პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებით.

ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების თანმიმდევრულობაზე.

ლერი ბარნაბიშვილმა შეხვედრის დროს მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს მოსახლეობასთან კიდევ უფრო მჭიდრო კომუნიკაციისკენ მოუწოდა.

„ყველა საკითხი თუ პრიორიტეტი, რომელიც მუნიციპალიტეტებისთვის აქტუალურია კიდევ ერთხელ განვიხილეთ და ვიმსჯელეთ მათი ეფექტურად გადაჭრის გზებზე. ცენტრალური ხელისუფლება მზად არის, თქვენს მიერ დასმული საკითხები გადაწყვიტოს უმოკლეს ვადებში დროულად და ეფექტურად. თითოეული პროექტის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია ადგილობრივების მოსაზრებები, განსახორციელებელი პროექტები სწორედ მათ საჭიროებებზე უნდა იყოს მორგებული“, - აღნიშნა ლერი ბარნაბიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სამუშაო შეხვედრებს ყველა რეგიონში გამართავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო