ქუთაისში, დევნილების კორპუსში მცხოვრებლებმა აღმაშენებლის გამზრის გადაკეტვა სცადეს. ისინი შენობაში არსებული ლიფტის გაუმართაობას აპროტესტებენ. მათი თქმით, ახლად აშენებულ კორპუსებში ლიფტი ავარიულია, რეაბილიტაციის თანხა შეაგროვეს, თუმცა სათანადოდ ვერ შეკეთდა. გაუმართავი ლიფტის გამო მათ მაღალსართულზე ფეხით ასვლა უწევთ.
აქციის მონაწილეები ცენტრალურ გზაზე შეიკრიბნენ და გზის გადაკეტვა სცადეს, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც ადგილზე ხმაური მოყვა.