გიორგი კანდელაკი - „ევროპული საქართველოს“ ამოცანაა მუშაობაზე ფოკუსირება, მათ შორის პარტიაში ახალი სახეების მოწვევაზე

„ევროპული საქართველოს“ ამოცანაა მუშაობაზე ფოკუსირება, მათ შორის პარტიაში ახალი სახეების მოწვევაზეც“,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის მოადგილემ გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც კანდელაკი აცხადებს, ყრილობის მონაწილეები პატივს სცემენ ყოფილი თანაგუნდელების, გიგი უგულავას და დავით ბაქრაძის გადაწყვეტილებას თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით.

„ყრილობის ყველა მონაწილე პატივს სცემს გიგის და დავითის გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, წარმატებას უსურვებს მათ. ახლა „ევროპული საქართველოს“ ამოცანაა მუშაობაზე ფოკუსირება, მათ შორის, პარტიაში ახალი სახეების მოწვევაზეც. მუშაობა იმისთვის, რომ ამ ურთულეს ვითარებაში, ქართულ პოლიტიკაში შემოვიტანოთ მეტი სიცხადე, წვლილი შევიტანოთ ქვეყნის რიგგარეშე არჩევნებამდე მიყვანაში. არა მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის დასრულებაში შეიტანოს წვლილი „ევროპულმა საქართველომ“ , არამედ იმაში, რომ მთლიანად მმართველობის გადატვირთვა მოხდეს“,-აცხადებს კანდელაკი.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ