ქობულეთში, სოფელ გორგაძეებში მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვს

ქობულეთში, სოფელ გორგაძეებში მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვს. მათ ამ მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. მოსახლეობა ქობულეთის მერიას დახმარებას სთხოვს.

თავის მხრივ, ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ უწყება საკითხზე მუშაობს.

"ქობულეთის მერიის მუშაობით და ბათუმის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით დაახლოებით 2 წლის წინ, გორგაძეებში მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად დაინიშნა მიკროავტობუსი, თუმცა მგზავრთა ნაკადის სიმცირის გამო, მძღოლები უარს აცხადებდნენ ამ მიმართულებით მოძრაობაზე. ამ ეტაპზე მერია დამატებით მსჯელობს სუბსიდირების საკითხზე და შესაძლოა, ნაწილობრივ მერიის დაფინანსებით მოხდეს ხაზზე მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედება", -აცხადებენ მერიაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა