ფოთში, მეტალურგიულ ქარხანაში მომხდარი შემთხვევის შედეგად  ორი ადამიანი დაშავდა

ფოთში, ნაბადის უბანში მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში მძიმე სატვირთო ავტომანქანის საბურავი გასკდა, მომხდარის შედეგად ამავე საწარმოში დასაქმებული ორი მამაკაცი დაშავდა. სასწარაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ორივე მათგანი სხვადასხვა სახის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

,,ერთ დაშავებულს თავისა და სხეულის მრავლობითი დაზიანება აღენიშნება და მისი მდგომარეობა მძიმეა, მეორის მდგომარეობა კი შედარებით მსუბუქია“, - აცხადებენ ექიმები.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა