„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო კარვების ტერიტორიიდან რიონში მამაკაცი ჩავარდა

­

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო კარვების ტერიტორიიდან რიონში მამაკაცი ჩავარდა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მდინარე რიონის ხეობაში იმ ადგილას, სადაც კარვებია გაშლილი, მდინარეში ბანაკის ტერიტორიიდან სავარაუდოდ, ნასვამი მამაკაცი შევიდა, რომელიც წყალში გაუჩინარდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სამაშველო სამსახურები კომპანია „ენკას“ თანამშრომლებთან ერთად გაუჩინარებულ ადამიანს ეძებენ. პოლიცია კარვებში მყოფების გამოკითხვას აწარმოებს გაუჩინარების მიზეზების დასადგენად.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა