სოფელ ნამახვანში, მდინარეში გაუჩინარებულ მამაკაცს მაშველები ამ დრომდე ეძებენ,  სამუშაოებში ჩართეს ნავებიც

სოფელ ნამახვანში, მდინარეში გაუჩინარებულ მამაკაცს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. სამუშაოებში ჩართეს ნავებიც.

"ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა სულხან თამაზაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „უპირველესია ადამიანის სიცოცხლე ვიხსნათ, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. სხვა დამატებით კითხვაზე გამოძიება გასცემს პასუხს", - განაცხადა თამაზაშვილმა.

კითხვაზე, იყო თუ არა მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში და თუ გამოიკითხა მისი თანმხლები პირი, თამაზაშვილი პასუხობს, რომ ყველა კითხვას გამოძიება მოკლე ვადებში გასცემს პასუხს.

ამასთან, "ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების განცხადებით, მამაკაცი, რომელიც მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა, მათთან ორი დღის წინ მივიდა და მას კარგად არ იცნობდნენ.

როგორც ადგილზე მყოფები აცხადებენ, მამაკაცმა მასთან ერთად მყოფს ტელეფონი მოაწოდა, რის შემდეგაც წყალში შევიდა და გაუჩინარდა.

ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2021
ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!