სოფელ ნამოხვანში, მდინარეში გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენ

სოფელ ნამოხვანში, მდინარეში გაუჩინარებულ მამაკაცის სამძებრო სამუშაოები რიონის ხეობაში გრძელდება.

პროცესში მყვინთავები ჩაერთნენ. არსებული ინფორმაციით, ადგილზე რვა ნავია მობილიზებული.

სამძებრო ოპერაციაში მაშველების სხვადასხვა რეგიონდან ჩართვა გახდა საჭირო. გვიან ღამით ადგილზე კარავი გაიშალა, სადაც საგანგებო შტაბი მოეწყო.

ახალგაზრდა მამაკაცი მდინარე რიონში გუშინ შევიდა და გაუჩინარდა. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა