ფოთში, მეტალურგიულ ქარხანაში დაშავებული ორი პირი ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს

ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაო პროცესის დროს დაშავებული ორი ადამიანი სენაკის კლინიკა "არქიმედედან“ ქუთაისში შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

"არქიმედეს“ დირექტორის მარეხ ადანაიას თქმით, ერთი პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი შეფასებით, ორივე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

"ორივეს აღენიშნებოდა სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები, მიღებული ჰქონდათ ტრავმები, რომელსაც ჩვენთან ადეკვატური მკურნალობა ვერ გაეწეოდა. მდგომარეობა დამძიმდა და გადავიყვანეთ ქუთაისში. ორივეს ნეიროქირურგი და ის სამედიცინო სერვისები ესაჭიროებოდა, რაც ჩვენ არ გვაქვს. ერთი პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება“, - განუცხადა "ინტერპრესნიუსს“ მარეხ ადანაიამ.

შეგახსენებთ, გუშინ ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაო პროცესის დროს ორი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, საწარმოში მძიმე სატვირთო ავტომანქანის საბურავი გასკდა და ახლოს მდგომი , ამავე საწარმოში დასაქმებული ორი მამაკაცი დაშავდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 170-ე მუხლით, რაც შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა