საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი - კასპის სოფლებში ინფიცირების შემთხვევების კლების ტენდენციაა, თუმცა პოლიციის საგუშაგოები კვლავ რჩება

კასპის მუნიციპალიტეტში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა მკვეთრად მატების გამო, პოლიციის სამი საგუშაგო მოეწყო, ბოლო 24 საათში მხოლოდ შვიდი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ კასპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ნონიაშვილმა განაცხადა.

"სტაბილური მდგომარეობა ნარჩუნდება. ბოლო 24 საათში გაიტესტა 106 პირი, აქედან სულ შვიდი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. აღნიშნული შემთხვევებიდან, ორი ქვემო ჭალა-იგოეთი კლასტერიდანაა. ვაგრძელებთ დაკვირვებას, გრძელდება პოლიციის პუნქტებზე თერმოსკრინინგი.

სოფლებში, სადაც ინფიცირების შემთხვევათა მატება შეინიშნებოდა, თვითიზოლაციაში რჩება 72 ადამიანი. დღეს დილით დამატებით გაიტესტა კიდევ 20 პირი", - განაცხადა კასპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ნონიაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა