რუსთავში, მდინარე მტკვარში ქალს ეძებენ

რუსთავში, მდინარე მტკვრის კალაპოტში, მეორე დღეა საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

მაშველები მდინარეში 54 წლის ქალს ეძებენ.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ქალი სახლიდან 2 აპრილს საღამოს გავიდა, ბოლოს ის თბილისში ნახეს და მას შემდეგ სახლში არ დაბრუნებულა.

საძიებო სამუშაოებში ჩართული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავებიც.

იხილეთ ვიდეო:რუსთავში, მდინარე მტკვრის კალაპოტში, მეორე დღეა საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა