ბექა ფერაძე - გაბრიელ სალოსის ქუჩაზე იმართებოდა ფართომასშტაბიანი სოციალური ღონისძიება რეგულაციების უხეში დარღვევით - სამი პირის მიმართ გამოყენებულმა სანქციამ ჯამში 22 000 ლარი შეადგინა

შრომის ინსპექციამ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ფართომასშტაბიანი სოციალური ღონისძიების გამართვისთვის ფიზიკური და იურიდიული პირები დააჯარიმა.

როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა, ღონისძიება რამდენიმე ასეული ადამიანის მონაწილეობით ერთ სივრცეში გაიმართა.

„შრომის ინსპექციამ შსს-ის საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად, მიმდინარე წლის 10—11 აპრილს გამოავლინა სამართალდარღვევის 322-ე დადგენილების დარღვევის ფაქტი. კერძოდ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ფართში სისტემატურად, ბოლო დღეების განმავლობაში იმართებოდა ფართომასშტაბიანი სოციალური ღონისძიება რეგულაციების უხეში დარღვევით. სახეზე გვქონდა ფიზიკური და იურიდიული პირების ერთობლივი ქმედება, ერთგვარი სქემა, რომელთა ერთობლივი ქმედებებით ქვეიჯარის და მოიჯარის სიმრავლით ხდებოდა ფაქტობრივად შენიღბვა სამართალდარღვევის და მუდმივად, ყოველი ინსპექტირების ჯერზე გვხვდებოდა ახალი ფიზიკური პირი, რომლის მიმართაც იწყებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ შეიცვალა კანონმდებლობა და დადგენილებით გახდა აკრძალული ფართის გადაცემა სოციალური ღონისძიების, ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიების ორგანიზებისთვის. შესაბამისად, როცა ჩვენ პრეცენდენტულად გამოვავლინეთ მას შემდგომ აღნიშნული ფაქტი და გვქონდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ფართზე იმართებოდა სოციალური ღონისძიება, პრევენციულად 10 აპრილის დილიდან დაიწყო გაფრთხილება აღნიშნული ფართის მესაკუთრის, ისევე როგორც მოიჯარის და ქვემოიჯარის მიმართ, სადაც ვახდენდით მოწოდებას, რომ ეს იყო კანონდებლობით აკრძალული საქმიანობა და შესაბმისად, მოჰყვებოდა სამართლებრივი რეაგირება, ამის მიუხედავად, გუშინ გვიან ღამით დაიწყო აღნიშნული ღონისძიების ორგანიზება და საზოგადოებამ ნახა მასშტაბი ამ ღონისძიების თუ რაოდენ დიდი მასშტაბით ხდებოდა რეგულაციების დარღვევა. ფაქტობრივად, რამდენიმე ასეული ადამიანი ერთ კონკრეტულ სივრცეში ახდენდა ყოველგვარი რეგულაციების დარღვევით ღონისძიების გამართვას და რაც ამ შემთხვევაში პრეცენდენტული არის, შრომის ინსპექციამ გამოიყენა სანქცია და ერთი სამართალდარღვევისთვის, ვინაიდან მივიჩნიეთ, რომ ეს არის წინასწარ განზრახული სამართალდარღვევის სქემა, სადაც მეიჯარის, მოიჯარის და სუბიექტების სიმრავლით ჰქონდათ მიზანი, რომ შეენიღბათ ეს ღონისძიება, სამივე მათგანის მიმართ იქნა სანქცია გამოყენებული. ფიზიკური პირის მიმართ იყო 2000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის 10 000 ლარის ოდენობით, რამაც ჯამში შეადგინა 22 000 ლარი,“- განაცხადა ფერაძემ.

მისივე თქმით, მგავსი ქმედებები ბიზნესსუბიექტებისთვის შემდგომი შეზღუდვების დაწესების რისკს ქმნის.

„გარდა ამისა, ვიმსჯელეთ და რადგან ღონისძიების მასშტაბი იყო საკმაოდ დიდი და არ არსებობდა არავითარი რეგულაცია, რომლის დაცვის ვალდებულებაც ამა თუ იმ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს ჰქონდა, მივიღეთ გადაწყვეტილება აღნიშნულ ობიექტზე სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ და კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სხვა ღონისძიება იქნება გათვალისწინებული.

შრომის ინსპექცია მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს, ბიზნესსუბიექტს, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა და არ მიიღონ მონაწილეობა მსგავს არანებადართულ საქმიანობაში, რომელიც ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მაღალი რისკის შემცველია საზოგადოებისთვის და ვინაიდან, ზოგადად ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება, ეს ქმნის რისკს ბიზნესსუბიექტებისთვის შემდგომი შეზღუდვების დაწესებისა, ამიტომ გავუფრთხილდეთ ყველა კეთილსინდისიერ მეწარმეს, თითოეულ მოქალაქეს, რომელიც რეგულაციებს იცავს,“- განაცხადა ფერაძემ.

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს