შსს-ს წარმომადგენელი - მეტ-ნაკლებად მშვიდობიან ვითარებაში მოხდა კარვების აღება - აქციის ორგანიზატორებს შევთავაზეთ, რომ კარვებს ჩავიტანდით გუმათთან, სადაც შეუძლიათ დადგან

იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის სულხან თამაზაშვილის განცხადებით, სოფელ ნამახვანთან აქციის ორგანიზატორებს შესთავაზეს, რომ კარვებს პოლიცია სოფელ გუმათთან ჩაიტანს.

შსს-ს წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ დადგა აუცილებლობა ტერიტორიიდან კარვების აღების.

მისივე ინფორმაციით, გრძელდება გუშინ გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო სამუშაოები.

„სამაშველო სამუშაოები რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში გრძელდება. სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ იქნა ნაპოვნი ნიკა ანთიძე.

გამომდინარე გუშინდელი ფაქტიდან, ასევე ჩვენი მეტეოროლოგები გვიწინასწარმეტყველებენ ამინდის კიდევ უფრო გაუარესებას, არის მოსალოდნელი მდინარე რიონის კალაპოტიდან გადმოსვლა, დავდექით აუცილებლობის წინაშე, რომ კარვები აგვეღო. მეტ-ნაკლებად მშვიდობიან ვითარებაში მოხდა კარვების აღება. ამ დროისთვის კარვები არის მანქანებზე დალაგებული.

აქციის ორგანიზატორებს შევთავაზეთ, რომ ჩავიტანდით გუმათთან, სადაც ამ დღემდე გრძელდება პროტესტი და ერთი კარავი აქვთ დადგმული. მიმდებარე ტერიტორიაზე შეუძლიათ ეს კარვები დადგან და მშვიდობიან ვითარებაში გააგრძელონ“, - განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა, სულხან თამაზაშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, სოფელ ნამახვანის მიმდებარედ, რიონის წყლის დონე სასიგნალო ნიშნულს აღემატება, რის გამოც მიიღეს გადაწყვეტილება, ზონიდან კარვების გატანისა და მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ. განცხადებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს